სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა

20-05-2024
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტებს: თამარ იმერლიშვილს,  ნიკა ქებურიას,  ნოდარ ცხოვრებაძეს, მარიამ ბოკუჩავას,  დავით ჯამასპიშვილს, ქეთევან ხასაიას, ლუკა სამხარაძეს, ზურაბ მელაძეს, ირმა ნადოევს და ვალერია ტკაჩენკოს, შესაბამისი სერტიფიკატები ფაკულტეტის დეკანმა გადასცა.   როგორც პროფესორი ირაკლი გაბისონია აცხადებს,  სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 150 ლარს და გაიცემა 9 კალენდარული თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

„სტიპენდია, გადაეცემა  სტუდენტს, რომელიც არის წარჩინებული, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება,  სემესტრებში მიმდინარე შედეგების მიხედვით „საუკეთესო“ და „კარგი“ შეფასებების მაქსიმალური რაოდენობა.  ასევე, ვითვალისწინებთ  საგანმანათლებლო, სამეცნიერო და უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში  მიღწევებს: რამდენად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში, ასოციაციებში,  მნიშვნელოვან ღონისძიებებში, აქვეყნებს პუბლიკაციებს, მონაწილეობს კონფერენციებში. წელს სტიპენდია დაენიშნა 10 სტუდენტს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი  წარმატებებს ვუსურვებ“, - აცხადებს ირაკლი გაბისონია.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დღემდე აღებული აქვს 40-ზე მეტ სტუდენტს.

სიახლეებში დაბრუნება