სტუ იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსს უმასპინძლებს

სტუ იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსს უმასპინძლებს

 

სტუ იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსს უმასპინძლებს

17-05-2024
სტუ იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსს უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 22-23 მაისს, იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს - “იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები” - უმასპინძლებს.

ტრენინგკურსი სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტში გაიმართება.

პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს (MAECI) დაფინანსებით ხორციელდება. მას ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის - ITALS-ის ლაბორატორიის პროფესორი, ექსპერტი-ტრენერი სილვია სკოლარო გაუძღვება.

ტრენინგკურსი - “იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები” - თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეფასების პრინციპებსა და მიდგომებზე, ასევე, სწავლა-სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

ტრენინგკურსი 8 აკადემიური საათი დაეთმობა და ჩატარდება 22 და 23 მაისს, 16:00-დან 20:00 საათამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის X სასწავლო კორპუსში, II სართულზე, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრში, მისამართზე: მერაბ კოსტავას ქუჩა 69.

სიახლეებში დაბრუნება