სტუ აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილსა და მის ოჯახს, შვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს

სტუ აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილსა და მის ოჯახს, შვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს

 

სტუ აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილსა და მის ოჯახს, შვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს

25-03-2024
სტუ  აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილსა და მის ოჯახს, შვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ცნობილ მეცნიერს, სტუ-ის პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, თამაზ ნატრიაშვილსა და მის ოჯახს, შვილის - ავთანდილ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ავთანდილ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო - საზოგადოებას კიდევ ერთი, გულისხმიერებით, სიკეთითა და ჰუმანურობით გამორჩეული ადამიანი გამოაკლდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, უდიდესი გულისტკივილით ვუცხადებთ სამძიმარს ღვაწლმოსილ კოლეგას, ცნობილ მეცნიერსა და პედაგოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ბატონ თამაზ ნატრიაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ქალბატონ ქეთევან ნატრიაშვილს, შვილისა და ძმის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, გარდაცვლილის შვილებს.  

ავთანდილ ნატრიაშვილის სახელი დიდხანს იცოცხლებს მეგობრების, კოლეგებისა და ახლობლების ხსოვნაში.

ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!..“

 

სიახლეებში დაბრუნება