„ჟიული შარტავას სახელი იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში“ - სტუ-ის რექტორმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

„ჟიული შარტავას სახელი იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში“ - სტუ-ის რექტორმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

 

„ჟიული შარტავას სახელი იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში“ - სტუ-ის რექტორმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

07-03-2024
„ჟიული შარტავას სახელი იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში“ - სტუ-ის რექტორმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამეცნიერო-აკადემიურმა წრეებმა და სტუდენტებმა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს - 7 მარტს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.

საუნივერსიტეტო საზოგადოებამ - რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე,  ეროვნული გმირის ბიუსტი ასევე ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში ჟიული შარტავას სახელი სამუდამოდ არის უკვდავყოფილი.

„შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას გმირობა, რომელიც მთელი სიმძაფრით გვახსენებს სოხუმის დაცემას, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილ გმირებს - გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელს, საქართველოს სიყვარულით გულანთებულ ახალგაზრდების დიდ არმიას. შეუძლებელია, არ გხიბლავდეს ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რისი შენარჩუნებაც მან სიცოცხლის ბოლო წუთებამდე შეძლო.


ჩვენთვის რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში სამუდამოდ არის უკვდავყოფილი - ჟიული შარტავას სახელს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ის მრავალი პარამეტრით უნიკალური და მასშტაბური სამეცნიერო-სასწავლო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს, რომლის ანალოგიც არ არსებობს სამხრეთ კავკასიაში. ლაბორატორიული კომპლექსი სწორედ იმ ფაკულტეტზე მოქმედებს, რომლის კურდამთავრებულიც ეროვნული გმირი ჟიული შარტავაა.

დღეს მისი სახელი საქართველოს ისტორიის კუთვნილებაა, იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. გმირის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას და ამაღლდე უკვდავებამდე! და შეუძლებელია, არ გქონდეს იმედი იმისა, რომ აფხაზეთი მალე მშვიდობით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

იმავე დღესვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პირველი ეროვნული გმირის, საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილი წევრის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პარლამენტის სასახლეში, შოთა რუსთაველის დარბაზში, საქართველოს პარლამენტისა და „ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების“ ორგანიზებით გაიმართა.

სიახლეებში დაბრუნება