ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე https://online.naec.ge/ueereg/Entrants/EntrantsLogin.aspx
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
·პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა;
·საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
·საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
რეგისტრაციის პროცესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს www.naec.ge
აქვე გაეცანით ინფორმაციას, თუ რატომ უნდა აირჩიოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - https://gtu.ge/News/24444/