სტუ-ში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიკრიბა

სტუ-ში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიკრიბა

 

სტუ-ში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიკრიბა

01-03-2024
სტუ-ში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიკრიბა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი, 500 სტუდეტზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ახალი კომპლექსი, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ გიორგი ამილახვარის უშუალო ჩართულობით, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 000 კვ/მ ფართობზე აშენდება.  

კომისიის სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა: ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა და 13 ფაკულტეტის სტუდენტთა წარმომადგენლებმა. სხდომას, ასევე, ესწრებოდა სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე.


როგორც კანცლერმა, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამს, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია. მისი განცხადებით, საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების განსახილველად, კომისია რეგულარულად შეიკრიბება.  

სხდომაზე დეტალურად განიხილეს 500 სტუდეტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის კონცეფცია და კომპლექსისთვის განკუთვნილი ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა. სტუდენტთა წარმომადგენლებმა ყურადღება საერთო საცხოვრებლის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სტუდენტების საჭიროებებსა თუ მოთხოვნებთან სრულად იქნება ადაპტირებული და მთლიანად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კვების ობიექტები, მოეწყობა სოციალური და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო სივრცეები, სპორტული მოედანი, ონლაინ ბიბლიოთეკა, გარე სარეკრეაციო სივრცეები, საკონფერენციო ოთახი, კომპიუტერული ცენტრი და სხვა. საერთო საცხოვრებლის შენობა და 2 სტუდენტზე გათვლილი თითოეული ოთახი ასევე აღჭურვება იმ აუცილებელი თუ დამხმარე ინფრასტრუქტურით - სამრეცხაო, სამზარეულო ბოქსი, მოსასვენებელი და მეცადინეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, აივანი - რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

სხდომის დასასრულს, კანცლერმა, კარლო კოპალიანმა აღნიშნა, რომ სტუ-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემსწავლელი კომისია იზრუნებს შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აკადემიურ საბჭოსა და სენატს განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადასცემს, გადაწყვეტილებებს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

სიახლეებში დაბრუნება