სტუ-ის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

სტუ-ის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

 

სტუ-ის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

29-02-2024
სტუ-ის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა, თოვლის ფრენბურთში 2024 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ვერცხლის მედალი და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთელთა გუნდმა თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში სტუდენტების - ალექსი ზაქაიძის, დავით ცხომარიას, ალექსანდრე ქაჩიბაიასა და პეტრე ლობჟანიძის შემადგენლობით იასპარეზა. სტუ-ის ფრენბურთელებმა ფინალური შეხვედრა ბათუმის გუნდთან ჩაატარეს.   

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ვაჟ ფრენბურთელთა საუნივერსიტეტო გუნდს ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სწავლასა და სასპორტო კარიერაში.

„ჩვენმა სპორტსმენმა სტუდენტებმა თოვლის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეულად იასპარეზეს და თავიანთ ალმა-მატერს კიდევ ერთი წარმატება მოუტანეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ვულოცავ ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედალს. სტუდენტური სპორტული სახეობების გააქტიურება და პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ ტრადიციებს აგრძელებენ, სხვადასხვა ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ - მადლობას ვუხდით მათ“, - აღნიშნავს რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

თოვლის ფრენბურთში საქართველოს 2024 წლის ეროვნულ ჩემპიონატს, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანმა უმასპინძლა.

სიახლეებში დაბრუნება