სტუ-ის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩაუტარდათ

სტუ-ის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩაუტარდათ

 

სტუ-ის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩაუტარდათ

05-12-2023
სტუ-ის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩაუტარდათ


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პაციენტთა ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ ორგანიზებით და პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით, ტესტირების კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის B და C ჰეპატიტის ვირუსის სკრინინგი ჩატარდა.

პაციენტთა ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძის განცხადებით, C ჰეპატიტი ვერაგი დაავადებაა და ძნელად გამოსავლენი. სწორედ ამიტომაც ტარდება ტესტირების კვირეული ევროპაში, რომელსაც უკვე მეათე წელიწადია, საქართველოც უერთდება.

„C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად"-ის მხარდაჭერით. C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ. პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია 2 წელი, ამიტომ, ჩვენ აქტიურად გადავადგილდებით ქვეყნის მასშტაბითდა ვატარებთ სკრინინგს B და C ჰეპატიტის ვირუსზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, რაც მათ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს“, - განაცხადა ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიური საბჭოს წევრის ზაზა სოფრომაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოხარულია ისეთ ფართომასშტაბიან კამპანიის პროცესში ჩაერთოს, როგორიცაა ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრმა.

„სკრინინგის გარდა, აუცილებლად უნდა „დავუგდოთ ყური“ საკუთარ ორგანიზმს და პატარა სიგნალიც კი არ გავატაროთ უყურადღებოდ. ამას მხოლოდ ექიმები არ გვეუბნებიან, ამაზე დაუზარლად ლაპარაკობენ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯოჯოხეთური გზა გაიარეს C ჰეპატიტთან ბრძოლაში და ახლა ცდილობენ, საინფორმაციო კამპანიით სხვებს დაეხმარონ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასოციაცია „ჩვენ დავამარცხეთ C“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ საქართველოს რეგიონებში ატარებს კამპანიას. ამჯერად ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ჩაუტარეს სკრინინგი. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოფილი პაციენტები არიან. მათ დღეს სტუდენტებს გააცნეს საკუთარი ისტორიები, ისაუბრეს  ვირუსზე, რომელიც ელიმინაციის პროგრამის წყალობით დაძლიეს. კამპანიის ფარგლებში ყოფილ პაციენტებს  სურთ სხვებს დაეხმარონ ამ უხილავი და ვერაგი მტრის დამარცხებაში“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. 

 

სიახლეებში დაბრუნება