7 დეკემბერს, 14:00 საათზე სტუ-ის I კორპუსის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით სემინარი „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“ გაიმართება.
აღნიშნული სემინარი მუდმივმოქმედი სემეცნიერო სემინარის „მარადიული ღირებულები და მარად ცვალებადი სამყაროს“ ფარგლებში ჩატარდება.
მომხსენებლები:
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.