საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, 65 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 20 წლისთავს ულოცავს მეცნიერ-ეკონომისტს, ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ანზორ აბრალავას.
„ბატონო ანზორ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 65 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 20-ე წლისთავს. თქვენ მრავალი წელია ზრდით პროფესიონალ კადრებს დარგისთვის, რომელიც წამყვანია ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის მიმართულებით. წარმატებული საქმიანობის დასტურია ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ აღზრდილი თაობები მრავალი წელია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ანზორ, წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.
ინფორმაციისთვის: ანზორ აბრალავა - ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, არის 10-მდე სახელმძღვანელოს ავტორი. 1999-2004 წლებში იყო მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.