საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით სტუ-ის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში საქმელმოქმედო აქცია გამართა.
საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა, სტუ-ის ქალთა ასოციაციის წევრებმა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის პროფესორმა ნაზი კუციავამ, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა ლია კახიანმა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ადეიშვილმა ერგნეთში პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტი ჩაიტანეს.
სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნაზი კუციავას განცხადებით, ასოციაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.
„ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს. პირველ რიგში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, დევნილ ბავშვებთან ერთად აღვნიშნეთ თითქმის ყველა დღესასწაული. ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმაროთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ვატარებთ საქველმოქმეგო გამოფენებს და სხვადასხვა ღონისძიებებს. ამჯერად, ქალთა ასოციაცია ერგნეთში იმყოფებოდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის" დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, კოალიციის-"ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის"-წევრთან, ასოციაცია "თანხმობის" ერგნეთის საინტეგრაციო ცენტრის კოორდინატორთან და სამოქალაქო აქტივისტთან ლია ჩლაჩიძესთან ერთად, ერგნეთში დარჩენილ მოსახლეობას გადავეცით პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ, უნივერსიტეტის რექტორის სახელით ერთი თბილი, სიყვარულით სავსე დღე ვაჩუქეთ ერგნეთის მოსახლეობას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.
სამოქალაქო აქტივისტმა ლია ჩლაჩიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციას და რექტორს გამოჩენილი ყურადღებისთვის.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია ერგნეთში საქველმოქმედო აქციას რეგულარულად მართავს.