საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და აკადემიური-სამეცნიერო წრეების სახელით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს:
„ქვეყანაში უმძიმესი დღეებია - შოვში დატრიალებული ტრაგედიისა და განუზომელი ტკივილის გადმოსაცემად სიტყვები უძლურია.
დღეს საქართველო გლოვობს.
სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, საზოგადოებას. მსუბუქი იყოს სტიქიის მსხვერპლთათვის საქართველოს მიწა...
გმირობის ტოლფასია სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცების თავდადება - მათ შეუძლებელი შეძლეს. მადლობა თითოეულ მაშველს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების სიცოცხლე იხსნეს.“
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.