16 იანვარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების თარიღია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ 16 იანვარი უნივერსიტეტის დღედ გამოაცხადა.
წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი ასწლეულის ათვლას დაიწყებს, რომელსაც საზეიმო ღონისძიება მიეძღვნება.
უნივერსიტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება.
საზეიმო სხდომის დაწყებამდე, შენობის ფოიესა და II-III სართულებზე ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე განვლილ 2022 სასწავლო წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შეაჯამებს და 2023 წლის ახალ პროექტებზე ისაუბრებს. ამასთანავე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე სტუ-ის რექტორს პარიზში დაბეჭდილ სტუ-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საფოსტო მარკის პირველ ეგზემპლარს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება, რომელიც სტუ-ის აკადემიურo საბჭოს წევრებმა ემერიტუს პროფესორ ჯემალ დავითაიას და გარდაცვლილ პროფესორ ოთარ ნახუცრიშვილს მიანიჭეს.
საზეიმო ღონისძიებაზე, დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა და ჯაზ-ორკესტრი საკონცერტო პროგრამით წარდგებიან.