მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა

სტუ-ში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა

05-10-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში,საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს მხარდაჭერით, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა.

საიუბილეო სიმპოზიუმს ესწრებოდნენსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე, საპატიო სტუმრები საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებიდან, მათ შორის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) მეცნიერები.    

სიმპოზიუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნის (Gaudeamus Igitur) თანხლებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული დოკუმენტები წარმოადგინეს.

საიუბილეო სიმპოზიუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. სტუ-ის რექტორი მოწვეულ საზოგადოებასა და უნივერსიტეტის საპატიო სტუმრებს მიესალმა.

„2022 წელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის - დიდი ტრადიციების მქონე პირველ ქართულ უმაღლესსაინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას ასი წელიშეუსრულდა. დღეს ჩვენ გვესტუმრნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი, ქალბატონი დიანა ნაუსედიენე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი უნივერსიტეტების რექტორები და მკვლევრები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მადლობას მოგახსენებთ, ბატონებო!

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტვირთა ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამთო, გეოლოგიური, ქიმიური, გამოთვლითი ტექნიკის დარგების საკადრო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური, ტექნოლოგიური განვითარება და მიღწევები. 100 წლის მანძილზე, უნივერსიტეტის კურდამთავრებულებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა წინ წაწევაში, ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ განვითარებაში. ერთი საუკუნე ეს არ არის მხოლოდ თარიღი, რომლითაც შეუძლია იამაყოს ჩვენმა ქვეყანამ - ეს არის განვლილი გზა, რომელიც საქართველოში საინჟინრო სკოლის შექმნას, მის განვითარებასა და გრანდიოზულ მიღწევებს უკავშირდება, მრავალ წარმატებულ საინჟინრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ისტორიას თუ მოვლენას მოიცავს.


ჩვენი უნივერსიტეტის საუკუნოვანი ტრადიციები დღესაც წარმატებით გრძელდება. უნივერსიტეტშიჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით - იხვეწება და მოდერნიზდება სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, ფუძნდება და ეწყობა უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი-საექსპერტო ლაბორატორიები; ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მუშავდება ახალი ერთობლივი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები; მოტივირებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ერთდროულად მოიპოვონ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები, ისარგებლონ ERASMUS+ და სხვა გაცვლითი პროგრამებით; საქართველოს მთავრობის,პირადად პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პირადად მინისტრ, ბატონი მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერით, უნივერსიტეტში ეფექტურად ფუნქციონირებს „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი, რომელიც ახალგაზრდა მკვლევრებს მრავალმხრივ დახმარებას უწევს უახლესი მეთოდებითა და მეთოდოლოგიებით დაამუშაონ და განავითარონ თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, შედეგად კი ევროკავშირის სამეცნიერო გრანტები მოიპოვონ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის პროფესორ-მასწავლებლებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებს მჭიდრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან - უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწრაფვა სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც ჩვენს უნივერსიტეტს ქმედით აქტორად აქცევს საერთაშორისო სივრცეში, ხოლო სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ასპარეზს გაუხსნის. ბატონებო, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ  სტუმრობისა და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში. 

საიუბილეო სიმპოზიუმზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ, საქართველოს საპატრიაროს წარმომადგენლებთან ერთად, სტუ-ის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“ გადასცა. საქართველოსმართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსგანათლებისა და მეცნიერების განვითარების,ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ აღორძინებაში შეტანილი გამორჩეულიწვლილისთვის მიანიჭა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა. მან საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებასსაქართველოს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სახელით, იუბილემიულოცა და სამომავლო საქმიანობაშიწარმატებები უსურვა.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, ფასდაუდებელია ყველა ის მნიშვნელოვანიწარმატება, რომელიც საქართველოს ტექნიკურმაუნივერსიტეტმა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედსაერთაშორისო მასშტაბით მიაღწია. მინისტრისმოადგილის თქმით, საქართველოს განათლებისადა მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა დამსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთანთანამშრომლობით, უნივერსიტეტი კიდევ უფროგააფართოებს საერთაშორისო სამეცნიეროკავშირებს და არაერთ წარმატებულ კვლევითპროექტს განახორციელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მხარდაჭერისათვის ცნობილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. რექტორმა უნივერისტეტის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა სტუ-ის აკადემიური დასამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილითანამშრომლები, ასევე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის„ოქროს მედალი“ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს გადასცა. 

საიუბილეო სიმპოზიუმის დასკვნით ნაწილში დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა„მრვალჟამიერით“ წარსდგა. დასასრულს კი, სტუდენტებმა საუნივერსიტეტო ისტორიულიდოკუმენტები, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნის თანხლებით, დარბაზიდან საუნივერსიტეტო მუზეუმში გადაიტანეს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11