მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

რატომ სტუ?

18-07-2022

ერთიანი ეროვნული გამოცდების განაცხადში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ნაშრომების შეფასების საპრეტენზიო განაცხადების გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან, მეორე დღის 18 საათამდე შეგეძლებათ.

  • ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი

სტუ-ში დღეისათვის 13 ფაკულტეტი,  14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1 ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს რომ აბიტურიენტს  ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით.  

წელს  სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი დაემატა, რომელსაც ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული უფასო პროგრამა აქვს:

  1. მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება

  2. მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

  3. მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა

  4. ბუნებრივი საფრთხეები; მდგრადი გარემო და დაცვა


  • ინფრასტრუქტურა

სტუ-ის ლაბორატორიები აღჭურვილია ევროპის ხარისხის შესაბამისი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნოლოგიებით, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღოს და 700-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაო ჩაატაროს.


  • დასაქმება

სტუ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემომორანდუმი აქვს გაფორმებული წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

სტუდენტებს პირველივე კურსიდან  აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურებადი) პარტნიორ ორგანიზაციებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ისინი  კარიერას ხშირ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში განაგრძობენ.


  • განათლების მიღების ხელმისაწვდომობა

  1. სტუ-ში მოქმედებს 32 უფასო პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

  2. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია  სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის. 

  3. სტუ-ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის  საფასურის გადახდას   ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებს.  ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის მენეჯერს.

  4. წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი სახელობით სტიპენდიას უნიშნავს. 


  • გაცვლითი პროგრამები

სტუ-ის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტებს  შეუძლიათ განახორციელონ  მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა.


  • სტუდენტური ცხოვრება

სტუ-ის სტუდენტები სწავლის პარალელურად, ჩართულები არიან მრავალ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაში.

უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, ბილიარდის, ჭადრაკის, შაშის, სამბოს, ბოულინგის, ფრენბურთის,  თოვლისა და ქვიშის ფრენბურთის სპორტული გუნდები და კალათბურთის ნაკრები. სტუ-ის სპორტის ამ სახეობებში, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ასევე მოქმედებს  სტუდენტური სახალხო თეატრი „მოდინახე“, ვაჟთა კაპელა,  „ჯაზ ორკესტრი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტ გოგონათა ანსამბლი „ქალდეა“ და სხვა  მუსიკალური ჯგუფები. 


აირჩიე სტუ - N003





სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11