მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სს "საქკაბელი" სტუ-ის სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

სს "საქკაბელი" სტუ-ის სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

08-06-2022


სს „საქკაბელი“ საქართველოს წარმომადგენლები ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული დასაქმების მემორანდუმის ფარგლებში,  ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს, თბილისსა და ზესტაფონში, ანაზღაურებადი სტაჟირების (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით) შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

ანაზღაურებადი სტაჟირება 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება და ეხება სტუ-ის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს. 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა საკუთარი CV-ები უნდა გადააგზავნონ ელ-მისამართზე: hr@sakcable.ge.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს ნატოს ქათამაძეს - 599 36 54 36.

სს „ საქკაბელის“ მიერ გამოცხადებული პოზიციები:

•        კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

•        შესყიდვების სპეციალისტი

•        ქოლ-ცენტრის ოპერატორი

•        ქარხნის-წარმოების სპეციალისტი

•        აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

 

მოთხოვნები:

ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა კარგად (სასურველია ორივესი)

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა აუცილებელია
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 დეტალებზე ორიენტირებული;
 კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული, პუნქტუალური;
 გამართული მეტყველება;
გუნდურად მუშაობის უნარი;

 

 

მოვალეობები:

 

მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება
კომპანიის პროექტების შესწავლა

ახალი კლიენტების მოძიება
კომპანიის არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცი

ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმვა-რეპორტინგი

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი- საირმის გორის ქუჩა 83

 

შესყიდვების სპეციალისტი

 

მოთხოვნები:

 

სამუშაოს დაგეგმვის, დროის ეფექტურად მართვის და ორგანიზების უნარი;
ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ.

ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა კარგად (სასურველია ორივესი)

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა აუცილებელია

მოვალეობები:

საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა;
გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის პროცესის დაწყებამდე, საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრასა და ბაზრის კვლევაში მონაწილეობა.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი- საირმის გორის ქუჩა 83

 

 

 

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

 

მოთხოვნები:

 

ინგლისურისა და რუსულის კარგად ცოდნა

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა აუცილებელია

კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი
დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი

 

მოვალეობები:

 

უზრუნველყოფს ვებ გვერდიდან და სოც. ქსელებიდან შემოსულ შეტყობინებებზე დროულ და სრულყოფილ კომუნიკაციას;
პასუხისმგებელია, ყველა დაფიქსირებული ზარის პასუხზე;
უზრუნველყოფს მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციასა და კონსულტაციას სასურველ პროდუქცია/მომსახურებაზე

მომხმარებელთა ბაზის გაზრდა

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი- საირმის გორის ქუჩა 83

 

 

ქარხნის-წარმოების სპეციალისტი

 

მოთხოვნები:

 

გუნდურად მუშაობის უნარი;

 პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი

 მაღალი აკადემიური მოსწრება

ენერგეტიკის ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტობა

 

 

მოვალეობები:

 

იხელმძღვანელოს კომპანიაში დანერგილი სტანდარტების ფარგლებში დოკუმენტაციით და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს ჩანაწერები და დოკუმენტაცია;
დაიცვას მანქანა-დანადგარების უსაფრთხოება;

შესწავლილი თეორიული ცოდნა გადმოიტანოს პრაქტიკაში;

პროდუქციის წარმოება და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მთავარი ტექნოლოგის ინფორმირება

საწარმოო ხაზის კონკრეტულ სადგურზე მუშაობა დადგენილი წესებისა და სტანდარტების მიხედვით

ადგილმდებარეობა: ზესტაფონი, ქარხანა-სტაროსელსკის ქ.15

აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი

მოთხოვნები:

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
კომუნიკაბელურობა;
სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

ინგლისურისა ან რუსულის კარგად ცოდნა (სასურველია ორივესი)

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა აუცილებელია

მოვალეობები:

 

კომპანიის ობიექტების მონიტორინგი-მერჩენდაიზინგი

არსებული დარღვევების აღმოჩენა-იდენტიფიცირება;
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება;
თანამშრომლების საქმიანობის და ხარისხის კონტროლი-მონიტორინგი;
უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზედმიწევნით დაცვა.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი- საირმის გორის ქუჩა 83

 

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11