მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მორიგი აღიარება: UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიამ 100 წლის იუბილე მსოფლიოს ღირშესანიშნავ თარიღთა სიაში შეიტანა

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მორიგი აღიარება: UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიამ 100 წლის იუბილე მსოფლიოს ღირშესანიშნავ თარიღთა სიაში შეიტანა

11-02-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავი  UNESCO-მ ღირსშესანიშნავი თარიღების სიაში შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022-2023 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში საქართველომ, გასული წლის ნოემბერში, იუნესკოს განსახილველად წარუდგინა ნომინაცია - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“.

„UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიამ დაამტკიცა იმ ღირშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2022-2023 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. დამტკიცებულ თარიღთა შორისაა საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია“ - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა წერილში.

„UNESCO-ს მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეს ღირშესანიშნავი თარიღების ნუსხაში შეტანა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რაც კიდევ ერთხელ ადსტურებს საქართველოს უმაღლესი საინჟინრო სკოლისადმი პატივისცემას. ეს არის ჩვენი მეცნიერების, მკვლევრების მოღვაწეობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცის, მორიგი აღიარება. სასიხარულოა, რომ UNESCO გვიცხადებს მხარდაჭერას ყველა იმ ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში, რომელიც დაგეგმილია საიუბილეო ფორმატში“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები UNESCO-ს ლოგოთი ჩატარდება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11