მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სპორტით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

სპორტით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

12-11-2021

ძვირფასო სტუდენტებო, თუ თქვენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობთ, შესაბამისად იცით, რომ ჩვენი 100-წლოვანი მრავალპროფილური უმაღლესი სკოლა, სამეცნიერო-საინჟინრო დარგების გარდა, სასპორტო ტრადიციებითაც არის განთქმული. 40-იანი წლებიდან მოყოლებული, მრავალმა ცნობილმა სპორტსმენმა, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო კარიერა და არაერთი წარმატება მოუტანა, როგორც უნივერსიტეტს, ისე მთელს ქვეყანას.

უძველეს ტრადიციებს დღეს უკვე თქვენ აგრძელებთ!

 

ყველას, ვინც სპორტით ხართ დაინტერესებული და იზიარებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, შესაძლებლობა გაქვთ გაერთიანდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ გუნდებში, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საუნივერსიტეტო სპორტის სახეობების განვითარებაში.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ კურირებს საუნივერსიტეტო სპორტული სახეობების ფუნქციონირებას, სპორტული გუნდების ახალი ნაკადით შევსებას იწყებს. სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა, ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ გუნდში: 

 

  • ფრენბურთი: სამშაბათი, ხუთშაბათი - 13:00;
    მისამართი: მ. კოსტავას ქ. 68, სტუ I კორპუსი;

  • კალათბურთი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 20:30 
    მისამართი: მ. კოსტავას ქ. 68, სტუ I კორპუსი;

  • ხელბურთი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 18:00; სამშაბათი, ხუთშაბათი - 18:30; მისამართი: მ. კოსტავას ქ. 69, სტუ IX კორპუსი (შესასვლელი მე-2 კორპუსიდან);

  • რაგბი: საკონტაქტო პირი - სალომე არევაძე - 557 571 321;

  • ფუტსალი: საკონტაქტო პირი - სალომე არევაძე - 557 571 321

  • კიკ-ბოქსი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 17:00
    მისამართი: მ. კოსტავას ქ. 68, სტუ I კორპუსი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სპორტის განყოფილებას. საკონტაქტო ნომერია - 557 571 321

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს სწავლასა და სპორტში!


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11