პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, ცხადდება „დიდი იდეების კონკურსი 2021“ (Big Idea Challenge - 2021).
„შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი).
„დიდი იდეების კონკურსი 2021“-ში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და 35 წლის ასაკამდე კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ.
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდში შესაძლებელია გაერთიანდეს მაქსიმუმ 3 წევრი).
კონკურსი ტარდება ოთხ კატეგორიაში:
გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით, საიდანაც:
„დიდი იდეების კონკურსში ჩართვის მსურველებმა 2021 წლის 1 მარტამდე უნდა გამოხატონ მონაწილეობის ინტერესი პლატფორმაზე რეგისტრაციის სახით.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://creativespark-bigidea.uk/
რეგისტრაციის შემდეგ (1 მარტი) ბენეფიციარებს დაუკავშირდება პროექტის საორგანიზაციო გუნდი, ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგ-სესიები შესაბამისი მენტორინგით, რის შემდეგაც განიხილება შემოსული იდეები. საერთო ჯამში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 10 ინოვაციური იდეა შეირჩევა, რომელთა წარდგენა პროექტის დასკვნით ეტაპზე, 60-წამიანი ვიდეომოხსენების სახით, თავდაპირველად საქართველოს მასშტაბით, პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში მოხდება. გამოვლენილი გამარჯვებული, შემდგომ ეტაპზე, ჩაერთვება პროექტის მაშტაბით გასამართ გლობალურ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე, პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ:
კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია:
„დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის მთავარი ამოცანაა სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციისა და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნესიდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომელტაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები არ გააჩნიათ.
პროექტის მიზანია:
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://creativespark-bigidea.uk/
ცნობისათვის: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ 5-წლიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark
პროექტი ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ, სტუ-ის და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან კოორდინაციით. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უწევს სტუ-ის ინოვაციების ცენტრი.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ და გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა წამახალისებელი პრიზები და ფასიანი ჯილდოები.
ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ის ინოვაციების ცენტრს. შეკითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების საჭიროების შემთხვევაში, მიწერეთ: innovations@gtu.ge ან დაუკავშირდით: (032) 2 36 51 29
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებგვერდი: innovations.gtu.ge
FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU
ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge
ტელ.: (032) 2 36 51 29