Erasmus+ პროექტი EcoMode - შემაჯამებელი ღონისძიება

Erasmus+ პროექტი EcoMode - შემაჯამებელი ღონისძიება

07-12-2020

2020 წლის 24 დეკემბერს, 16:00 – 18:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს შემაჯამებელ ღონისძიებას Erasmus+ პროგრამის EcoMode პროექტის (“ეკო - ინოვაციური ბიზნეს მოდელის განვითარების ხელშეწყობა სტუმართმასპინძლობაში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის”) ფარგლებში.

ღონისძიება ასოცირდება EcoMode პროექტის ყველა ინტელექტუალურ შედეგთან და ითვალისწინებს როგორც პროექტისა და მიღწეული შედეგების პოპულარიზაციას, ისე ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართვას.

ღონისძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა EcoMode პროექტის ინოვაციურ შემოთავაზებებს, ყველა შესაბამისი პროფესიული სასწავლო ორგანიზაციების, დაინტერესებული მხარეების გაერთიანებას მცირე და საშუალო საწარმოს ტურიზმის სექტორში. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და დაინტერესებული მხარეები, როგორც გავრცელებისა და მდგრადობის სტრატეგიის ძირითადი ნაწილი.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს პროექტის შედეგების პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ეკოლოგიური საქმიანობის დანერგვას.

ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილეები გააცნობენ საზოგადოებას პროექტის შედეგებს, მიაწოდებენ მოკლე ინფორმაციას ღია საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს ეკო - ინოვაციური ბიზნესის მენეჯერებისთვის.

ღია საგანმანათლებლო რესურსები ხელმისაწვდომია ინგლისურ, ქართულ, გერმანულ, უნგრულ, იტალიურ და თურქულ ენებზე. თეორიული მასალის უკეთ შემეცნებისა და მიღებული ცოდნის შესამოწმებლად პროექტის ფარგლებში შემუშავებული და შექმნილი იქნა სათამაშო EcoMode პლატფორმა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ორგანიზატორების დახმარებით დეტალურად გაეცნონ EcoMode-ის ღია საგანმანათლებლო რესურსების შესაძლებლობებს.

სასწავლო კურსის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ უნგრეთის, თურქეთის, ავსტრიის, იტალიისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები და ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ექსპერტები. ამ ქვეყნების ეკოლოგიური ობიექტების საუკეთესო მაგალითების შესწავლის საფუძველზე დამუშავდა აღნიშნული სასწავლო კურსი, რომელიც ხელს შეუწყობს და დაეხმარება სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში ჩართული მცირე და საშუალო საწარმოების მეპატრონეებსა და დაინტერესებულ პირებს თავიანთ საქმიანობის განახლებასა და მდგრად განვითარებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის შემდგომ ბიზნესის სარეაბილიტაციო პერიოდში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

COVID-19 სიტუაციის გათვალისწინებით, ღონისძიება ონლაინრეჟიმში გაიმართება და შეხვედრამდე 3 დღით ადრე, სარეგისტრაციო ფორმაში თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგეგზავნებათ სამუშაო შეხვედრის ZOOM ლინკი და პაროლი.


 

სიახლეებში დაბრუნება