პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელსაც უკვე ორი წელია ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აცხადებს მონაწილეთა მიღებას ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებისათვის. პროგრამაში მონაწილეობისთვის, კანდიდატები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. მსურველებს, ვისაც ექნებათ ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში და მინიმუმ ერთი წლის მანძილზე იმუშავებენ რეგიონის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებლად, სახელმწიფო გრანტის ფარგლებში დაუფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლა. შერჩეული მონაწილეები, საჯარო სკოლაში მუშაობის პერიოდში, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.