უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ლექციებს წაიკითხავენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვოუტერ ტენ ჰააფი (Wouter ten Haaf), რომელიც 2-9 მარტს ტელეკომუნიკაციის, ინფორმატიკის და ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წაიკითხავს ლექციების კურსს, თემაზე:
ინოვაციური პროცესი - ახალი ნაწარმის შექმნის საფუძველი
ახალი ნაწარმის პროექტირება მომხმარებლის მოლოდინების და საწარმოო შესაძლებლობებისგათვალისწინებით
საწარმოო პროცესის პროექტირება ახალი ნაწარმის სპეციფიკის გათვალისწინებით
ახალი ნაწარმის ხარისხის უზრუნველყოფა
ათვისების მრუდი - ნაწარმის და პროცესების სრულყოფის შედეგი
ამავე პროექტის ფარგლებში, სტუ-ს სტუმრობს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორი რევაზ ჯანიძე, რომელიც ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩაატარებს ლექციათა ციკლს:
7 მარტი:
სიგნალის მოდულაცია (Signal Modulation);
გადაცემის ხაზის მახასიათებლები (Transmission Line Characteristics);
ქსელური ურთიერთკავშირები, Physical Layer დონე (Network Interconnections, the Physical Layer);
9 მარტი:
Data Link Layer დონე (The Data Link Layer);
MAC ქვედონის პროტოკოლები, LAN ლოკალური ქსელები, Ethernet პროტოკოლი (MAC Sublayer, LANs, Ethernet Protocol);
13 მარტი:
უსადენო კავშირის არხი (Wireless Communication Channel);
MAC პროტოკოლი უსადენო ლოკალურ ქსელებში Wireless 802.11b LANs (MAC in Wireless 802.11b LANs);
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.