საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში «საპატიო დოქტორის» წოდება დაწესებულია ამ უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით და ენიჭება უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს, სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეს.
საპატიო დოქტორის წოდებაზე წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ასევე - ფაკულტეტს. გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრის საფუძველზე იღებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
“საპატიო დოქტორის” წოდების მფლობელს გადაეცემა სპეციალური დამადასტურებელი დიპლომი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მედალი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N28 სხდომის ¹ N13 დადგენილება. თბილისი. 28 იანვარი, 2008 წელი.
საფუძველი: საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 39, აკადემიური წოდებები. თბილისი 2007 წელი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.