ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სტუ-ში
ამ წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმს ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტს ეწვია ევრო-ხმელთაშუა ზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინოს სპენცასი.
პროფ. კ. სპენცასი, ძირითადად, მოღვაწეობს ქ. ლოზანასა (შვეიცარია) და ქ. ათენში (საბერძნეთი) - ის ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. ის, აგრეთვე, არის სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესასრულებელი სამეცნიერო პროექტის SENS-ERA (ხელმძღვანელი, პროფესორი პ. კერვალიშვილი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
პროფ. კ. სპენცასის ჩამოსვლის მიზნებია: SENS-ERA პროექტის დაწყების ხელშეწყობა; ლექციათა სერიის ჩატარება თემაზე „მწვანე ტრანსპორტი მწვანე ქალაქებისთვის“. ლექციები ეძღვნება ელექტრომობილებისა და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოყენების პერსპექტივებსა და აუცილებლობას, რაც მსოფლიოში ეკოლოგიის საკითხების წინ წამოწევით არის გამოწვეული.
პროფ. კ. სპენცასი ელექტრომობილების შექმნის აღიარებული სპეციალისტია, ის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მას ეკუთვნის დიდი ქალაქებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის კონცეფციის შექმნა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.