|
სემინარი
“დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია”
8 დეკემბერს, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე “დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია”. სემინარს ხელმძღვანელობდა პროფ. რეზო კლდიაშვილი.სემინარზე მოხსენებებით გამოვიდნენ სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები: დავით დადიანი, რომლემაც გააკეთა მოხსენება "მზე - ოქროს დისკი", მიხეილ კირცხალია - "მზის სისტემის პლანეტების ქიმიზმი" და ლადო გუგუშვილი - "დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი". |