5-6 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაცია ვიცე-დირექტორის, პროფ. სებასტიან შმიდტის ხელმძღვანელობით.
სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გერმანელ სტუმრებს საჩუქრად გადასცა ტექნიკური უნივერსიტეტის სიმბოლიკის ერთ-ერთი ატრიბუტი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ბრინჯაოს არწივის (II ს ძვ.წ. აღ-ით) მინიატურული ვერცხლის ასლები.