29 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობისთვის თავი მოიყარა სულ 40 გუნდმა. აქედან 24 წარმოადგენდა საქართველოს, 10 სომხეთს და 6 აზერბაიჯანს. 
მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი ნახევარფინალის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების პროგრამისტულ რეიტინგლისტში სამხრეთ კავკასიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა რუსულ-სომხურმა უნივერსიტეტმა. სარეიტინგო ქულები მოიპოვა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.