17 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა “სტუდენტური კვირეულის” დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ს თვითშემოქმედებითი ანსამბლები: “ურსა”, “ჩელა”, “გოგონათა ანსამბლი”, “ქართველო” და “მერანი”.