28 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურმა, სტუდენტურმა თვითმმართველობამ და გასართობმა ცენტრმა “ბომბორამ” საგურამოს მზრუნველობამოკლებული სახლის ღსაზრდელებისთვის წინასაახალწლო საღამო მოაწყვეს. ღონისძიების ინიციატორი იყო სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ინგლისური ენის პედაგოგი ირმა ჯანგირაშვილი.