19 სექტემბერს სტუ-ში გაიხსნა "ტურიზმის კარიერის კვირეული", რომელიც ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინციატივით. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი", კომპანია "Key Management Solutions Georgia" და დასაქმების სააგენტოების ასოციაცია.
ღონისძიება გახსნა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ. გახნას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.
კვირეულის ფარგლებში, 19-23 სექტემბერს გაიმართება სხვადასხვა სემინარი CV-ის მომზადების, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს გავლის შესახებ, ხოლო დასასრულს, 24 სექტემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდება "კარიერის დღე", სადაც დამსწრეთ საშუალება მიეცემათ უშუალოდ შეხვდნენ დამსაქმებლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროდან, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და გაესაუბრონ მათ.
აღნიშნული კვირეულის მიზანია დაინტერესებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში და სერვისის დონის ამაღლება კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების უზრუნველყოფით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.