ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და ტრენინგების ინიციატივა (CARTI) აცხადებს საბუთების მიღებას კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად დოქტორანტურის სტუდენტებისა და პოსტ დოქტორებისათვის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, უნგრეთი, 2012 წ.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
- დოქტორანტურის სტუდენტებისათვის კვლევითი სტიპენდიების მოპოვების მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს (ან სპეციალისტის ან მაგისტრის ან შესაბამისი დონის დიპლომს) და ფორმალურად ჩარიცხული უნდა იყოს დოქტორანტურაში (Ph.D. ან სხვა ექვივალენტური სასწავლო პროგრამა, მაგ. ასპირანტურა) ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებების მიმართულებით ან ჩაირიცხებიან არაუგვიანეს 2011 წლის დეკემბრისა;
- პოსტ დოქტორებისათვის კვლევითი სტიპენდიების მოპოვების მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს დოქტორის ან მის ექვივალენტურ (მაგ. მეცნიერებათა კანდიდატი) აკადემიურ ხარისხს ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში და ამავე დროს, აღნიშნული აკადემიური ხარისხი მინიჭებული უნდა ქონდეს საბუთების წარდგენის მომენტამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე და ასევე, უმაღლესი სასწავლებლის ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტში მასწავლებლის სრულ შტატს.
სტიპენდიათა პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კანდიდატებს შემდეგი ქვეყნებიდან: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
ონლაინ რეჟიმში საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 07.11.11.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.