13 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ცენტრი, რომელიც გათვლილია 300 სტუდენტზე და სიდიდით მისი ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება. ასევე, გაიხსნა სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია.
როგორც პრაქტიკული დანიშნულების, ასევე კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების პოტენციალის მქონე ლაბორატორიაში განთავსებულია 80-ზე მეტი დასახელების დანადგარი და აპარატურა და შესაძლებელია ლაბორატორიული სამუშაოების განხორციელება საშენი მასალების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო კონსტრუქციების სასწავლო პროგრამების ფარგლებში თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.