მეცნიერების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა
19 დეკემბერს სტუ-ს მცირე სააქტო დარბაზში მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების თაოსნობით მეცნიერების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე გ. ნიკობაძემ წაიკითხა მოხსენება “აჩქარებულად ფართოებადი სამყარო-პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები”.
სხდომის დასასრულს საზოგადოების ვერცხლის მედლითა და პრემიით (500 ა.შ.შ. დოლარი) დაჯილდოვდა მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის დარგის თვალსაჩინო წარმომადგენელი ლევან მგალობლიშვილი., ასევე წამახალისებელი პრემია გადაეცა მასმედიის წარმომადგენელს, ჟურნალისტს თამაზ ებანოიძეს (300 ლარი).