27 -29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “კვლევის ფიზიკური მეთოდები მედიცინაში", საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა ისეთ ფიზიკურ მეთოდებს, როგორებიცაა რენტგენული, ლაზერული, ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული, ულტრაბგერითი და სხვ. და აგრეთვე, ამ მეთოდების გამოყენებას დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა კვლევის ფიზიკური მეთოდების დარგში მომუშავე მეცნიერთა და მედიცინის დარგის სპეციალისტების პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეწყობა და მათი გამოცდილების გაზიარება ამ მეთოდთა განვითარებისა და კიდევ უფრო ფართოდ გამოყენებისათვის. კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციის მონაწილეთა თეზისები და მოხსენებები კონფერენციის შრომების კრებულში გამოქვეყნდება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.