ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტის გამარჯვება
ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში TEMPUS IV-th Call Joint Projects გაიმარჯვა ერთობლივმა პროექტმა “მაღალპროფესიული ტერნინგების ბაზაზე უნივერსიტეტების წარმოებასთან ტანამშრომლობის განვითარება საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში”, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტები.
პროექტი, რომლის ადმინისტრატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძეა, სამწლიანია. მისი დაფინანსება 863 ათას ევროზე მეტია. პროექტის ფარგლებში იგეგმება სტუ-ში წარმოებასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნა და შემდგომ, მის ბაზაზე, ბიზნესის განვითარების ლაბორატორიის შექმნა.
სტუ-ში შექმნილი წარმოებასთან თანამშრომლობის ცენტრის მუშაობის შედეგები ფართოდ დაინერგება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და საწარმოო ობიექტებში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.