ევროპულ კონკურსში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის პროექტმა გაიმარჯვა
2011 წლის 1-ელ ივნისს ევროკომისიიდან (ბრიუსელი) მოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის პროექტმა “სენსორების კვლევის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპულ კვლევით სივრცეს შორის კავშირების გაძლიერება“ (# 294299), რომლის კორდინატორია საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი პაატა კერვალიშვილი. ბატონი პაატა მონაწილეობდა ევროპული პროგრამის – “Capaiies“ – Call ID “FP7-INCO-2011-6“ ღია კონკურსში, მიიღო ქულათა მაქსიმალურად შესაძლებელი ოდენობა (15 ქულა) და, აქედან გამომდინარე, პირველია დასაფინანსებელ პროექტთა რიცხვში.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მიერ პროექტის დაფინანსების ოდენობა აღემატება 460 ათას ევროს. ეს პირველი ევროპული სამეცნიერო პროექტია, რომელიც ოფიციალურად ქართველი მეცნიერების ხელმძღვანელობით წარიმართება. მასში ბრიტანელი (კემბრიჯ-კრენფილდი), ბერძენი (ათენი) და ლუქსემბურგელი კოლეგები მონაწილეობენ.
პროექტი ორწლიანია და ნავარაუდებია მისი უფრო ფართო მასშტაბით გაგრძელება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.