
აქცია დაღუპული 33 ახლგაზრდის ხსოვნის საპატივსაცემოდ
19 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით აშშ ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპული 33 ახლგაზრდის ხსოვნის საპატივსაცემოდ აქცია გაიმართა.
ახალგაზრდებმა დაღუპულებს პატივი მიაგეს და მათი სულების მოსახსენიებლად სანთლები აანთეს და ილოცეს. აქციას ასევე დაესწრნენ სტუ რექტორი, პროფ. არჩილ მოწონელიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთი ქოქრაშვილი.
“ასეთ დროს ყველა ერთიანდება, უბედურების ჟამს ყველა თაობა ერთსულოვანია”, - განაცხადა არჩილ მოწონელიძემ.