ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიის ფარგლებში, სტუ-ში შეხვედრა გაიმართა
14 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტის ადმინისტრაციულ კორპუსში აბიტურიენტებთან შეხვედრა და ახალი პროეტების პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს უმსხვილესმა ჰოლდინგმა „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახალგაზრდებში ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანია დაიწყო.
ჰოლდინგის ორგანიზებით, 50-მდე აბიტურიენტისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების დეკანებმა, ანზორ აბშილავამ და გია არაბიძემ, პრეზენტაციები გამართეს, ხოლო „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა", როგორც ახალგაზრდების პოტენციურმა დამსაქმებელმა, მათ ჰოლდინგის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. პრეზენტაციების გარდა, აბიტურიენტებს ტექნიკური უნივესტიტეტის სასწავლო ლაბორატორიების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.
„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩაატარა. ამჯერად პრეზენტაციას თეთრიწყაროს რაიონის სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ, ხოლო ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა რაიონების აბიტურიენტებისთვისაც გაიმართება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.