სტუ-ში პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
6 ივნისს, სტუ-ში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი გახსნეს.
პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის და მომავალ სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე და პროფესიებზე არეგისტრირებს. საინფორმაციო ცენტრში არის დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზა, სადაც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ და დასაქმდნენ.
სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა დასახმარებლად, ქვეყნის მაშტაბით სამი ასეთი საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა: თბილისში, ქობულეთსა და ქუთაისში. ცენტრი თანამედროვე ტექნიკით, საჭირო ინვენტარითა და მონაცემთა ბაზებით არის აღჭურვილი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.