11 მაისს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია “ერთი დღე სიგარეტის გარეშე”. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი იყო, შეეხსენებინა და უფრო მეტად ინფორმირებული გაეხადა სტუდენტები სტუ-ის სასწავლო კორპუსებში სიგარეტის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სიგარეტის ანტიპროპაგანდის მიზნით, სტუ-ის სტუდენტებისათვის ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სახის გასართობი, სპორტული ღონისძიება, რომელშიც ყველა მსურველს ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა. გაიმართა შეჯიბრება ქუჩის კალათბურთში (street-ball), ფრენბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სპონსორების მიერ წინასწარ დაწესებული წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა DJ-მ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.