21 აპრილს თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს - მეცნიერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და ექსპერტებს შეხვდა.
უგულავამ სტუმრებს მერიის პროექტის - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” - ახალი ეტაპი გააცნო და პროგრამის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.