8 აპრილს, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით, 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოზე სიმბოლურად სანთლებით გაანათეს წარწერა “სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი” და ცაში გაუშვეს 21 ცის მანათობელი, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო 9 აპრილს დაღუპული პირების სახელები და გვარები. ასევე, დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული, 9 აპრილს მიმდინარე პროცესების ამსახველი ფილმი. სტუდენტებმა წაიკითხეს დაღუპულთა მოსახსენიებელი ლოცვა, ხოლო საგალობლები, ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლმა “ქართველომ” შეასრულა.
ღონისძიებას, სტუ-ს სტუდენტებთან ერთად, სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.