22 მარტს, სტუ-ში ლიტერატურული გაერთიანების პირველი სხდომა გაიმართა. ღონისძიებას, სახელწოდებით “ერთი ლექსის საღამო“, მოწვეული სტუმრების, წრის წევრებისა და სტუდენტების გარდა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლიტერატურულ გაერთიანებას ხელმძღვანელობს ცნობილი ქართველი ნოველისტი, რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, რევაზ მიშველაძე. ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშნული გაერთიანება სწორედ მისი ინიციატივით დაფუძნდა.
ლიტერატურული შეხვედრები თვეში ორჯერ ჩატარდება, სადაც მოწვეული იქნებიან ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები.
შეხვედრები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის ლიტერატურით დაინტერესებას.
აღნიშნული გაერთიანების წევრთა ნაწარმოებები ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ლიტერატურულ ჟურნალ პარალელში გამოქვეყნდება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.