სახელმძღვანელოს ხელნაწერის პრეზენტაცია და განხილვა
18 მარტს, სტუ-ს მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა სახელმძღვანელოს -“კლიმატი და მისი ცვლილება” - ხელნაწერის პრეზენტაცია და განხილვა.
პრეზენტაცია გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა. ღონისძიებას სტუ-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტების, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუდენტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო 2010 წლის აგვისტოში შეიქმნა და მისი ავტორია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ბაკურ ბერიტაშვილი. ნაშრომში გადმოცემულია პრობლემის თანამედროვე მდგომარეობა როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოს ფარგლებში. ნაშრომის ხელნაწერის მოცულობა 190 გვერდია, წარმოდგენილია 60 ნახაზი და 20 ცხრილი. სახელმძღვანელოზე მუშაობისას ავტორმა გამოიყენა როგორც გაეროს სპეციალიზებული ორგანოების ოფიციალური გამოცემები, ასევე ბოლო 15 წლის განმავლობაში მისი მონაწილეობით საქართველოში ამ სფეროში ჩატარებულ სამუშაოს შედეგები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.