14 მარტს, ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა. ნატოს კუთხის გახსნას ესწრებოდნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დან მიჰაი ბარლიბა, ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ასევე სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ოთარ ზუმბურიძემ.
შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ გამართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა სტუდენტებისთვის ნატოს შესახებ ჩატარებულ სემინარს. პრეზენტაციის შემდეგ დიალოგის რეჟიმში გაგრძელებული ლექციის მთავარი თემა პარტნიორ ქვეყნებთან ნატოს თანამშრომლობა იყო.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.