უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა
5 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში გაიხსნა "საქართველოს განათლების კვირეული 2011". უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; აი-ბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი; ვილნიუსის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო სკოლა (ლიტვა); გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ალმა-მატერი); გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის აკადემიური ცენტრი; კავკასიის უნივერსიტეტი; კიპრის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კვიპროსი); მიმი - უნივერსიტეტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლატვია); საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; თბლისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი; უმაღლესი სამედიცინო სკოლა - აიეტი; უნივერსიტეტი გეომედი.
გარდა ამისა, გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო ცენტრები და ორგანიზაციები, როგორებიცაა: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD; საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო - IREX; სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაცია - DVV; ტემპუსის ეროვნული ცენტრი - TEMPUS; ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი - ETI; ბრიტანულ-ქართული აკადემია - BGA; ბრიტიშ ჰაუზი - British House; ლიბრა - სასწავლო ცენტრი; ოქსფორდ ჰაუზი - Oxford House; სი-თი-სი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC და სხვ. "საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობენ ასევე საბანკო/საფინანსო ორგანიზაციები: თი-ბი-სი ბანკი; საქართველოს ბანკი.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011" 13 მარტამდე გასტანს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.