25 თებერვალს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 30 დასახელების 55 ერთეული ლაბორატორიული ხელსაწყო გადასცა. ეს უზრუნველყოფს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის კათედრაზე ცემენტ-ბეტონის ხარისხის განმსაზღვრელი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის შექმნას.
ლაბორატორიების გადაცემა იმ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გაარემონტა კათედრის შენობა. სამინისტრო ასევე გეგმავს კათედრისთვის ბიბლიოთეკის მოწყობას, სადაც სტუდენტებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები იქნება განთავსებული.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.