საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში ახალი სასწავლო კაბინეტი შეიქმნა. 2007 წლის ზაფხულიდან, როდესაც მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას ადგილსამყოფელი შეუცვალეს, იგი ხელოვნურად შექმნილ უმძიმეს პირობებში ჩავარდა, მაგრამ უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობის (რექტორი, პროფესორი ა. ფრანგიშვილი) მხარდაჭერითა და კათედრის კოლექტივის თავდადებული შრომით (დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ა. შავგულიძე), მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. გასულ წელს, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დადგენილებით, საინჟინრო გრაფიკის მიმართულებას, სამხაზველო კაბინეტის მოსაწყობად, დამატებით გამოეყო ორი ოთახი, მაგრამ ფართობის სიმცირის გამო მათში თანამედროვე ტიპის სამხაზველოს მოწყობა შეუძლებელი აღმოჩნდა. საჭირო გახდა ამ ოთახების გაერთიანება და კოსმეტიკური რემონტის ჩატარება. საინჟინრო გრაფიკაში, ახალი სემესტრი სწორედ ამ განახლებულ სამხაზველოში დაიწყება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.