ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე შეხვედრა გაიმართა
28 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე თბილისის 36-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეებს “შნეიდერ ელექტრიკ თელასის” თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერებინეს და ენერგეტიკის სფეროში არსებული მიღწევები და პერსპექტივები გააცნეს და მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორმა თენგიზ ჩხიკვაძემ შექნმა ელექტრონული ტესტირების პროგრამა ზოგად უნარებსა და ფიზიკაში, რომლის დახმარებითაც აბიტურიენტებს შეეძლებათ ცოდნის გაღრმავება და შემოწმება. აღსანიშნავია, რომ ეს სააბიტურიენტო პროგრამა უფასოა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები ორი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ჩატარდება. სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.