26 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში ევროკომისიის FP-7 სამეცნიერო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულების (MARIE CURIE – დაფინანსებადი სამეცნიერო პროგრამა) ფარგლებში, ბრიუსელსა და თბილისს შორის, ვიდეოკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოში, ოლივერ რაისნერმა გახსნა. ბრიუსელიდან საუბრობდნენ განათლებისა და კულტურის მიმართულების გენერალური დირექტორები ლუიზა მაჯიო და ედუარდა კასტელანო. ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას განიხილეს პროფესორ-მასწავლებელთა მხრიდან საგრანტო პროგრამაზე პროექტის შეტანის დროს გასათვალისწინებელი ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიუჯეტის შედგენა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პარტნიორი და რა აუცილებელ დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება პარტნიორის შერჩევისას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.